ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა სოფელ საბერეთსა და ჭაპალაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

0

ბუბა გობეჯიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ საბერეთში მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ამ ეტაპზე ობიექტის იატაკზე ბეტონის დასხმისა და კედლების აშენების პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შენობა მთლიანად გადაიხურება. სამუშაოები 8 აგვისტოს დასრულდება. 

ბუბა გობეჯიშვილი ასევე სოფელ ჭაპალასაც ესტუმრა და სასაფლაოს შემოღობვის პროცესს გაეცნო. ტერიტორიაზე ამ დროისთვის მძიმე ტექნიკით ღობეებისთვის საძირკველის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები 18 აგვისტოს დასრულდება.


Share.

Leave A Reply