ბოლნისის სიონის ეზოში არქეოლოგები მუშაობენ

0


ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის შესახებ ისტორიას, შესაძლოა ახალი ფურცელი შეემატოს. აქ უკვე ერთი თვეა გურამ ყიფიანის ხელმძღვანელობით არქეოლოგთა ჯგუფი მუშაობს. კვლევებს სიონის ეზოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანული არქეოლოგები აწარმოებენ. საბოლოოდ ჩატარებული სამუშაოები გვიამბობს ტაძრის აშენების ზუსტ თარიღს და მისი გარემოს ისტორიას.

სამუშაოების დაწყებაც  ტაძრის არქიტექტურამ განაპირობა, როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი გვიამბობს ამ დონის ძეგლი ქრისტიანულ სამყაროს არ  აქვს, ეს არის პირველი ხუთნავიანი ბაზილიკა ჯვრული ბურჯებით.

სამუშაოების შედეგად ამ ეტაპზე აღმოჩენილია არტეფაქტების ისეთი ნიმუშები, როგორიცაა ბოლნური ჯვრები განსხვავებული ორნამენტებით, სამკაულები, რომლის დათარიღებაც ცალ-ცალკე უნდა მოხდეს, ხატი და ქვევრები, როგორც მკვლევარი გვიამბობს ტაძრის ეზოში დიდი რაოდენობით აღმოჩენილი გვიან შუასაუკუნეების სამარხები ეპიდემიის ან შესაძლოა ბრძოლის შედეგი იყოს. გურამ ყიფიანს, ზუსტი პასუხის გაცემა ამ ეტაპზე უჭირს, აქ საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. გასახსნელია ქვაკუთხა სამარხები და გამოსაკვლევია სქლად დაშენებული კედლების ფენის თარიღები.

იმის დასადგენად თუ რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რას წარმოადგენდა ეს ტერიტორია, ან თუნდაც იმისთვის, რომ ძეგლს და გარემოს თავდაპირველი სახე აღუდგეს, გამოჩნდეს გზები და ის კომუნიკაციები, რითაც ეს უძველესი უზარმაზარი ტაძარი არსებობდა, დიდი არქეოლოგიური კვლევებია ჩასატარებელი. გურამ ყიფიანის ექსპედიცია  სექტემბრის დასაწყისში დაასრულებს სამუშაოებს. მოხდება გათხრილი ტერიტორიის დაკონსერვება, მომავალ წელს კი სამუშაოები კვლავ განახლდება.


Share.

Leave A Reply