გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა

0

ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეხვედრა გამართა. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიების გაცნობას. მეორე ნაწილში კი ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ გაარჩიონ შხამიანი და არაშხამიანი გველის ნაკბენი ერთმანეთისგან, როგორ მოიქცნენ გველის დანახვისას და კბენის შემთხვევაში.
გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული, მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.
მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ფლაერები ,,გაიგე მეტი’’ და ,,გარეული ცხოველები და ადამიანები“. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საინფორმაციო კამპანიას საქართველოს მასშტაბით ატარებს.


Share.

Leave A Reply