გოგი მეშველიანი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პარლამენტის წევრებთან ერთად აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა

0

არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. აფხაზეთის ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამშობლოსათვის თავდადებისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 27 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე და გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ.

14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.


Share.

Leave A Reply