გოგი მეშველიანმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სტიქიის შედეგები განიხილა

0

საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა, სამაჟორიტარო ბიუროში სტიქიის შედეგები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილა. „31 ივლისს, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ სოფელ ტალავერსა და ხატისსოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები, ხოლო მამხუტსა და ქვემო ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. აღნიშნულ საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს და შესაძლებლობის ფარგლებში თითოეულ დაზარალებულს აღმოვუჩენთ დახმარებას.“-აღნიშნა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply