გოგი მეშველიანმა დავით შერაზადიშვილთან ერთად იმირისანის სარწყავი სისტემის და ზედა არხის სათავე ნაგებობა მოინახულა

0

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმირისანის სარწყავი სისტემის და ზედა არხის სათავე ნაგებობა მოინახულა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყლის დებეტსა და მიწოდებაზე დაკვირვება განახორციელეს. „სწორედ ამ სათავე ნაგებობებიდან ნაწილდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყალი. აღსანიშნავია, მოსახლეობა მუდმივად საუბრობს სარწყავი წყლის პრობლემაზე, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის”ხელმძღვანელობასთან და საკითს მათთან ერთად განვიხილავთ,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ამ ეტაპზე, იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობაზე, დებეტის გასაზრდელად სამუშაოები მიმდინარეობს.


Share.

Leave A Reply