
ხიდისყურის მოსახლეობას ყურბან ბაირამის დღესასწაული საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, მუსლიმური კალენდრის მიხედვით ყურბან -ბაირამი ისლამური სამყაროს მთავარი დღესასწაულია, რომელიც მარხვის თვიდან- რამაზან ბაირამიდან სამოცდამეათე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. დილის ლოცვის შემდეგ მსხვერპლშეწირვის ტრადიცია იწყება,მუსლიმები კლავენ პირუტყვს და ხორცს შეჭირვებულ მოსახლეობას ურიგებენ.