“დიდგორობის” სახალხო დღესასწაულს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

0

დღეს დიდგორის ველზე,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიებას  დაესწრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი. 

დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარსდგა  როგორც  მუზეუმი ღია ცის ქვეშ.  მოეწყო სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ღია პავილიონები, მათ შორის იყო ბოლნისიც,რომელმაც სამეგრელოს კუთხე წარმოადგინა.   გამოფენილი იყო ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები: ტრადიციული სამოსი, ორნამენტები, კულინარია. გაიმართა კონცერტი ღია  სცენაზე,  სადაც  აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდა. წარმოადგინეს საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები და საჭიდაო საჩვენებელი შეჯიბრებები.

დიდგორობა 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად იმართება. ამ დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემა გამორჩეულ სამხედრო  მოსამსახურეებს.


Share.

Leave A Reply