დღეს ბოლნისის ,,სიონი” საფეხბურთო კლუბიდან ერთ-ერთ გამორჩეულ კაპიტანს დავით სვანიძეს აცილებს

0

დღეს თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ბოლნისის ,,სიონი” ბათუმის ,,დინამოს” უმასპინძლებს, შეხვედრა 17:00 სათზე გაიმართება.
შეხვედრის დაწყებამდე კი მოეწყობა ,,სიონის” ფეხბურთელის დავით სვანიძის გაცილების ცერემონია.
დავით სვანიძე 1998-2016 წლამდე ირიცხებოდა ს.კ “სიონის” ძირითად შემადგენლობაში და იყო გუნდის კაპიტანი, ,,სიონის” სახელით ჩატარებული აქვს 342 მატჩი და გატანილი აქვს 17 გოლი.

,,დღეს საფეხბურთო კლუბ ,,სიონის” ერთ-ერთ გამორჩეულ კაპიტანს დავით სვანიძეს ვაცილებთ. მისი წვლილი კლუბის განვითარების საქმეში უდიდესია. დავითის თამაშის სტილი და უნარი ფეხბურთელები ერთ გუნდად შეეკრა და გამარჯვებისთვის დიდი მოტივაცია მიეცა, უდავოდ დასაფასებელია. დავითი ბოლნისელია და ის არამარტო შესანიშნავი სპორტსმენი, არამედ კარგი მოქალაქეცაა. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ბოლნისის ,,სიონში” გატარებული წლებისთვის, ყოველი გოლისთვის, რომელმაც ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა. მინდა ულევი წარმატება ვუსურვო. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს, მჯერა კვლავაც შეძლებს მისი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას.დავით სვანიძე არაერთი ბოლნისელი ახალგაზრდისთვის იქნება სამაგალითო პიროვნება,”-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply