მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

0

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის  ფარგლებში ცენტრალური, სამხარეო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, პარლამენტის წევრები გიორგი მოსიძე და ირაკლი კოვზანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დარბაზის, ტანძიისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობამ უშუალოდ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეიტყო იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რაც ხორციელდება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სახელმწიფო ენის ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ადგილობრივებისგან მოისმინეს ის პრობლემები, რაც სოფელში დგას და ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას. სასმელი და სარწყავი წყალი, შიდა გზები, ბუნებრივი აირი, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მათ წამოაყენეს და დაპირებაც მიიღეს, რომ გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას აუცილებლად გაითვალისწინებენ და თითოეული მათგანი მოგვარდება.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ტურიზმის სფეროში მიმდინარე მიღწევებზე,  პროექტებზე და იმ პოტენციალზე ესაუბრა, რაც მათ სოფლებშია.


Share.

Leave A Reply