მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ბოლნისის ოფისის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას მონათესავე სახეობის, არანაკლებ მავნებელი მწერი დაფიქსირდა, რომელიც მჩხვლეტ-საწუწნი პირის აპარატით აქტიურად ანადგურებს ბოსტნეულ კულტურებსა და ხილს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მავნებელთან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წამლობა ვერ ხერხდება, ამიტომ მოსახლეობამ თვითონ უნდა შეწამლოს საკუთრებაში მყოფი მიწის სავარგულები ბიფეტრინის შემცველი ნებისმიერი ისექტიციდით (მწერების საწინააღმდეგო პრეპარატი), რათა თავიდან აიცილონ ბოსტნეული კულტურებისა და ხილის განადგურება.

 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე  591 91 48 55.


Share.

Leave A Reply