სოფელ დისველში მცხოვრებ ახალგაზრდებს მალე ახალი მინი სტადიონი ექნებათ

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დისველში მინი სტადიონის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.

მინი სტადიონი დისველში პირველად კეთდება. ინფრასტრუქტურული პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

„სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები სულ მალე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მინი სტადიონით ისარგებლებენ. მოედნის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მსგავსი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მხარს ყოველთვის ვუჭერთ. მოხარული ვარ, რომ თავისუფალ დროს აქ დისველელები სპორტული აქტივობებით დაკავებას შეძლებენ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply