ბოლნისის მაჟორიტარმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

0

დღეს ბოლნისის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, არასამთავრობო სექტორისა და საკრებულოს წარმომადგელებთან საჯარო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. გოგი მეშველიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო აგვისტოს თვეში მოსახლეობასთან განხორციელებული  შეხვედრების მიზანი, ისაუბრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად გადაიდგა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 8 400 000 ლარის ღირებულების 35 პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოგვარდა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმით წარიმართა,  ერთობლივად იმსჯელეს საკანონმდებლო ინიციატივებზე, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრა მიზნად ისახავდა პარლამენტის წევრის სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებას,  ერთობლივი რეკომენდაციებისა და კონკრეტული გეგმების შემუშავებას, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებული საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.


Share.

Leave A Reply