ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებს შეხვდა

0

დღეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სამაჟორიტარო ბიუროში „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის უფროსს, ნიკოლოზ ვასაძესა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის არსებული მდგომარეობა და იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე.
„ შეხვედრაზე ერთად განვიხილეთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების საკითხი, შევაფასეთ მიმდინარე წლის ზაფხულში არსებული მდგომარეობა და ვიმსჯელეთ პრობლემების მოგვარების გზებზე, “ განაცხადა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply