ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმში მონაწილეობა მიიღო

0

თეთრიწყარომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტმაც მიიღო.

ბოლნისის კუთხესთან ფორუმის სტუმრებს ჩვენი ქალაქის წარსულისა და კულტურული ძეგლების შესახებ შეეძლო ინფორმაციის მიღება. მათ ასევე ბოლნისელი ხელოვანების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების დათვალიერებაც შეეძლოთ. აღსანიშნავია, რომ ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო ბოლნისური ღვინის სრული ასორტიმენტი.

ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად დაესწრო. დავით შერაზადიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრად ბოლნური ჯვარი გადასცა.

ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავდა მიზნად.


Share.

Leave A Reply