ბოლნისის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

0

 დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულმა ოცდაცამეტმა სკოლამ მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში მიიღო. მათ შორის 659 პირველკლასელია. ტრადიციულად საჯარო სკოლების პირველკლასელებს საჩუქრად გაუმჯობესებული მოდელის  ე.წ. „ბუქები“ და იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა”  გადაეცათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის და ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად, ქალაქ ბოლნისის  №3 და სოფელ რატევანის საჯარო სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა. აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.

სასწავლო წელს სიახლით შეხვდნენ მეშვიდე კლასელებიც. მათ დაემატათ ახალი საგანი „მოქალაქე“, რომელიც აქამდე მხოლოდ მე-3, მე-4, მე-9, მე-10 კლასებში ისწავლებოდა. როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ საგანი მომავალ წელს მე-8 კლასსაც დაემატება. მე-7 კლასები ასევე მიიღებენ ახალ სახელმძღვანელოებს, რომლებსაც გრიფირების პროცესი გავლილი აქვთ.როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა,  ბოლნისის რვა სკოლაში. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, რამდენიმე  წელში, ბოლნისელ ბავშვებს,   სრულიად განახლებული სკოლები ექნებათ. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების   გამო დღეს სასწავლო პროცესი არ განახლებულა ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანში“, სადაც სწავლა 23 სექტემბერს დაიწყება. საჯარო სკოლებს დაემატა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. ასევე კაზრეთის №1, №2, ბოლნისის №1, ნახიდურისა და თამარისის საჯარო სკოლებში, ბავშვების უსაფრთხოებაზე  მანდატურები იზრუნებენ.


Share.

Leave A Reply