„ბოლნისქალაქობა 2019“

0

მრავალწლიანი ისტორიის და კულტურის მქონე ქალაქმა „ბოლნისიქალაქობა“ სიმბოლურად ძველ გერმანულ უბანში მესამედ აღნიშნა.  „ბოლნისქალაქობა“ დინამო „თბილისის“ ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, თამაზ სტეფანიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული ქუჩის გახსნით დაიწყო.

ბოლნისელებმა „ბოლნისქალაქობა 2019-ის“ ფარგლებში ისტორიული წარსული, კულტურა და ტრადიცია ერთ სივრცეში მოაქციეს. ქართული ტრადიციები, რეწვისა და თვითშემოქმედების გამოფენა-გაყიდვა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნო კუთხეები, ბოლნისური ღვინის, სოფლის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის მრავალფეროვანი არჩევანი, ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები წარმოადგინეს.

„ბოლნისქალაქობის“ ფარგლებში მოწყობილი მრავალფეროვანი ღონისძიებების ძირითადი მიზანი, მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმის პოტენციალის გაცნობაა, რომელსაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები  დაესწრნენ.

სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება. საწნახელში საზეიმოდ  დაიწურა ყურძენი, რომელსაც ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ბოლნისქალაქობას“ დააგემოვნებენ სტუმრები. დღესასწაულზე წელს პირველად საკუთარი პავილიონით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნიმუშებით  წარსდგა კომპანია „არემჯი“.

დასკვნითი ღონისძიება თბილისის მერიასთან არსებულმა ბიგ-ბენდმა  და  ლეგენდარული ,,ქართული ხმების“ მრავალხმიანმა სიმღერებმა გაალამაზეს.  ღონისძიებების კულმინაცია ბოლნისის საპატიო მოქალაქის მთავარი ჯილდოს გადაცემა იყო. ბოლნისის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების და ღვაწლისთვის „საპატიო მოქალაქის“ წოდება ათ ბოლნისელს მიენიჭა.სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2019“ ფოიერვერკით დასრულდა.


Share.

Leave A Reply