ბოლნისში ,,აგროცენტრის ‘’ ბიზნეს განვითარების მოდელის მოსამზადებელი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენიცო დარბაზში  ,,აგროცენტრის ‘’ ბიზნეს განვითარების მოდელის მოსამზადებელი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართა.  რომელსაც ფერმერები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა დატვირთვა ექნება მომავალში ,,აგროცენტრს’’.  როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს ,,აგროცენტრი“ თავს მოუყრის და გაყიდის ადგილობრივ პროდუქციას საცალო მომხმარებელზე. ხოლო მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სრულყოფილი ბიზნესის  განვითარების მოდელის შემუშავება  რომლითაც განისაზღვრება ,,აგროცენტრის’’ მიზანი, პარტნიორები და ბიზნესის მართვის საჭირო რესურსები.,,აგროცენტრის“ ბიზნესის განვითარების მოდელის შემუშავება ხორციელდება პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში,  რომელიც ევროკავშირის მიერაა  დაფინანსებული.


Share.

Leave A Reply