გაეროს განვითარების ფონდმა საჯარო შეხვედრა გამართა

0

24 სექტემბერს, გაეროს განვითარების ფონდმა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში საჯარო შეხვედრა გამართა. წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შემუშავებული 6 თვიანი გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიული დოკუმენტი განიხილეს. საჯარო შეხვედრაზე იმსჯელეს და გამოყვეს 3 პრიორიტეტული საკითხი, რომელიც მერიის თანამშრომლობით იქნა შემუშავებული. ეს საკითხებია:
1. ადამიანური რესურსების გამართვა და განვითარება
2. ზედამხედველობისა და ნებართვების თემატიკა
3. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განვითარება.
ნათია ფირაშვილი, გაეროს განვითარების კონსულტანტი:
-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობა დავიწყეთ მიმდინარე წლის აპრილიდან, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ დოკუმენტების შემუშავებაში, სადაც გამოავლინა 3 მნიშვნელოვანი საკითხი: გამჭირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია, 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე ამ სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო დოკუმენტი. სწორედ ამ 3 დოკუმენტის შემუშავების გზაზე გამოვლინდა და გამოიკვეთა ზემოთ აღნიშნული 3 პრიორიტეტული საკითხი.


Share.

Leave A Reply