თემაზე – „ნედლი წყლის მოპოვება და დამუშავება“ ტრენინგი ჩატარდა

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში, ,,Wash- წყალი, ჰიგიენა და სანიტარია“-პროექტის ფარგლებში თემაზე : „ნედლი წყლის მოპოვება და დამუშავება“ ტრენინგი ჩატარდა.
საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა პროექტის ,,Wash ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ შესახებ, ისაუბრეს „ბოლნისის Wash საბჭოს ” ფუნქცია-მოვალეობებზე, თუ რა მიზანს ემსახურება პროექტი და საბჭოს არსებობა მუნიციპალიტეტში, რის შემდეგაც დეტალურად გააცანეს სემინარის მონაწილეებს ადამიანის უფლებები წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე, ასევე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა:
• წყლის ბრუნვის ციკლი;
• ნედლი წყლის მოპოვების მეთოდები;
• ნედლი წყლის დამუშავება და მოხმარება;
• კოაგულაცია;
• წყლის ქიმიური დეზინფექცია;
• წყლის ლაბორატორიული ანალიზი.

,,აღნიშნული პროექტის ფარგლებში „Wash საბჭოს“ წევრებმა გავიარეთ „TOT ტრენერთა ტრენინგები“, დღეს კი შევეცადე მსმენელისთვის გადმომეცა იქ მიღებული ცოდნა. დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია თუ რა პროცესებს გადის წყალი სანამ ონკანებამდე მოვა და სასმელად ვარგისი გახდება.
როგორც მოგეხსენებათ პროექტს ,,WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ , მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების, ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ცნობიერების ამაღლება და WaSH სტანდარტების დამკვიდრება თანამონაწილეობრივი გზით,“ განაცხადა ,,ბოლნისის Wash საბჭოს“ ლიდერმა ფატი ტვილდიანმა.

პროექტს ,,Wash- წყალი, ჰიგიენა და სანიტარია“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,CENN“, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


Share.

Leave A Reply