კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ბოლნისში

0


კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და დღეს სოფელ ბოლნისში მდინარე მაშავერას მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა. დასუფთავების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერიისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მიმდინარე წელს დასუფთავების აქციას, ათობით მოხალისესთან ერთად ქალაქ ბოლნისის იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაც შეუერთდა.
კამპანია სახელწოდებით „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოში შვედეთის მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ინიციატივით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მსგავსი სახის აქციები რეგულარულად იმართება.


Share.

Leave A Reply