„კატერინენფელდის“ მარკეტინგული სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

0

ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზში „კატერინენფელდის“ მარკეტინგული სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ბოლნისის ტურისტული განვითარების შესაძლებლობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ქ. ბოლნისის ისტორიული უბნის „კატერინენფელდის” ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების მოზიდვის ხელშეწყობა. „კატერინენფელდის“ მარკეტინგული სტრატეგია მომზადდა კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სადაც ასახულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების შესაძლებლობის კვლევა, განსაზღვრულია ტურისტების მოზიდვისა და „კატერინენფელდის“ პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშუალებები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ევროკავშირის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” სამდივნოს, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები და ადგილობრივი მოსახლეობა.


Share.

Leave A Reply