კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

0

11 სექტემბერს, მერიის საკონფერენციო დარბაზში, კომუნიკაციების ომბუსდმენი გვანცა ჩხეიძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.
საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განაგრძობს აქტიურ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

,,მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შექმნილია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს დამატებით ბერკეტს მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად კომუნიკაციების სფეროში. რაც მთავარია ჩვენი ფუნქციაა მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლება კომუნიკაციების სფეროში, ასევე უფლებების, მოვალეობების და კომპანიის ვალდებულებების შესახებ ინფორმირება. დღეს საზოგადოებას გავაცანით ჩვენი სამსახურის ფუნქციები და ის გზები, თუ რა საშუალებით უნდა დაგვიკავშირდნენ და როგორ უნდა შეავსონ საჩივარი, რათა მათი უფლებები კანონმდებლობით მაღალ დონეზე იქნას დაცული,”განაცხადა კომუნიკაციების ომბუდსმენმა,გვანცა ჩხეიძემ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


Share.

Leave A Reply