მათ ისევ ელიან

0

ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და ტკივილი, რომელიც 26 წელი მოჰყვება საქართველოს. 1992 წლის 14 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. სწორედ, ამ დღეს დაიწყო ძმათამკვლელი ომი. ცამეტთვიანი ბრძოლის საშინელი შედეგი – დაკარგული ტერიტორიები, უამრავი მსხვერპლი და დევნილი.
საქართველომ ღირსეული ვაჟკაცები დაკარგა. ყველა კუთხის შვილი იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის. უამრავი გმირი ჰყავს ქვეყანას, რომლებმაც ამ ომს შესწირეს სიცოცხლე. მათ შორისაა უგზო-უკვლოდ დაკარგული 14 ბოლნისელი, რომელთა შესახებ არაფერი იციან და დღემდე ელიან ოჯახები.


Share.

Leave A Reply