მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა

0

,,დღეს საქართველოს მასშტაბით სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მინდა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და განსაკუთებით პირველ კლასელებს მივულოცო სწავლის დაწყება და მათ წარმატებები ვუსურვო. ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ნიჭიერი მოსწავლეებითა და პროფესიონალი მასწავლებლებით, ამას კი მათი მიღწევები და ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ბოლნისელი სტუდენტების რაოდენობა ადასტურებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განათლება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სფეროა, რადგან ვთვლით, რომ საქართველოსა და მუნივიპალიტეტის განვითარებას განათლებული მომავალი თაობა განაპირობებს. წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა, სკოლებში მოეწყო სველი წერტილები, გამოიცვალა სახურავები, კარ-ფანჯარები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, ეს კი ვფიქროთ სწავლის პროცესს კომფორტულსა და სასურველს გახდის, რა თქმა უნდა სკოლებში სარეაბილოტაციო სამუშაოები მომავალ წლებშიც გაგრძელდება”- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply