პროექტის ფარგლებში ეკომიგრანტი ქალები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ

0

ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა“ ახორციელებს პროექტს „ეკომიგრანტ ქალთა გაძლიერება“  „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით. 21 სექტემბერს პროექტის მონაწილეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მისაქციელში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“   ოფისში, სადაც გაეცვნენ ენერგოეფექტურ მოწყობილებებს, მიიღეს ინფორმაცია  მწვანე ბიზნესის,  წყლისა და სანიტარიის მოწყობის შესახებ. პროექტის ფარგლებში დისველში მცხოვრებ ქალბატონებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: სურსათის უვნებლობა, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა.


Share.

Leave A Reply