ჟვანიას სკოლის ორმა ახალმა სატრენინგო პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

0

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიზანია საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევა, საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სახელმწიფო ენის სწავლება და მათი  ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაცია.

სკოლა ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:

  • სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა;
  • საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება;

სახელმწიფო პროგრამით სწავლება ხორციელდება 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, დმანისი, მარნეული, გარდაბანი, საგარეჯო, ახმეტა, ლაგოდეხი) და მობილურ ჯგუფებში.

ბოლნისის რაიონში 2014 წლიდან სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ისარგებლა ეროვნული უმცირესობის 769 წარმომადგენელმა, ხოლო საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამით ისარგებლა – 100-მდე საჯარო მოხელემ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებმა.

 2019 წლის 19 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორ ახალ სატრენინგო პროგრამას: „მოხელის მენეჯერული უნარებიდაპიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება აკრედიტაცია მიანიჭა.
🔹 2019 წლის ოქტომბრიდან, პირველად სკოლის დაარსების ისტორიიდან, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, საჯარო მოხელის განვითარების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს შესთავაზებს ორ აკრედიტებულ სატრენინგო პროგრამას, რომლის მიზანია საჯარო სექტორში მომუშავე მოხელეების პროფესიული განვითარება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზით.
🔹 სატრენინგო პროგრამები „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ წარმოადგენს საბაზისო პროგრამებს, რომლებითაც ისარგებლებენ I, II, III და IV რანგის საჯარო მოხელეები.
🔹ჟვანიას სკოლამ აკრედიტაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი   წინა მოსამზადებელი სამუშოები ჩაატარა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

✅სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა  2005 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების განვითარებას, ასევე ეროვნული უმცირესობების უზრუნველყოფას სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით.


Share.

Leave A Reply