საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

0

გარემონტებულ და კომფორტულ გარემოში, ინოვაციური სასწავლო პროგრამით განახლდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. დღეს 11 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ქალაქ ბოლნისის 4 საბავშვო ბაღში კი სწავლება მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება პატარებს, მშობლებსა და ბაღების პერსონალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა  მიულოცეს,  სკოლამდელი განათლების მომსახურებას წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღში  1300-მდე აღსაზრდელი მიიღებს.


Share.

Leave A Reply