ქართულ-უკრაინული პროფესიული ინსტიტუტი ბოლნისში

0

საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის არაფორმალური პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოქტომბრის თვიდან იწყებს ფუნქციონირებას, რომელიც  მიიღებს IX და XII კლასდამთავრებულებს. ასევე მიიღებიან X, XI, XII კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც   შეძლებენ სწავლისაგან მოუწყვეტლად დაეუფლონ 15-მდე სხვადასხვა პროფესიას. ინსტიტუტში სწავლება სამწლიანია, ხოლო გადასახადი წელიწადში 700 ლარი. სოციალურად დაუცველ და ბეჯით მოსწავლეებს ექნებათ შეღავათები და ისარგებლებენ სტიპენდიით. კურსდამთავრებულები მიიღებენ სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სამენოვან, ოქროსბეჭდიან დიპლომს.


Share.

Leave A Reply