ძიუდოს დარბაზში საბა დადვანის სახელობის ტურნირი დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზში, 2008  წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის სახელობის ტურნირი საზეიმო ვითარებაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. საერთაშორისო ტურნირს ბოლნისი მეთერთმეტედ მასპინძლობს. ჩემპიონატში 2006-2007 და 2008-2010 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ტურნირი 11 წონით კატეგორიაში ჩატარდება. საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ორდღიანია და საქართველოს მუნიციპალიტეტების ნაკრებ გუნდებთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოთხმოცამდე სპორტსმენი  მონაწილეობს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით ქვემო ქართლის ვეტერანთა დეპარტამენტი დააჯილდოებს.  საბა დადვანის სახელობის თასი კი 38კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ორ ძიუდოისტს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი იყო, ის მრავალი ტურნირის ჩემპიონი და 38 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს პრიზიორი იყო.


Share.

Leave A Reply