26 წელი სოხუმის დაცემიდან

0


26 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, 1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველომ ულამაზესი კუთხე აფხაზეთი დაკარგა. სოხუმის დაცემის დღეს სოფელ რაჭისუბანში, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, დაღუპული და დაკარგული გმირების მემორიალი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა და თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს,  კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს ომში მებრძოლ გმირებს. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა კი სხვა სასულიერო პირებთან ერთად, გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა.სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ.


Share.

Leave A Reply