28 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს

0

,,ბოლნისქალაქობა 2019“ბოლნისის ისტორიულ უბანში გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და სხვადასხვა კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი აქტივობებით იქნება დატვირთული.
დღესასწაულზე ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, მეწარმეები კი თავიანთ ნაწარმს წარმოადგენენ.
სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ ბოლნისური ღვინოები დააგემოვნონ. ტრადიციულად წელსაც „ბოლნისქალაქობაზე“ ყურძენი საზეიმოდ დაიწურება. დღესასწაულზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდებიან.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე. მთავარი კულტურული ღონისძიება კი 17:30 საათზე დაიწყება. თქვენს წინაშე ლეგენდარული ,, ქართული ხმები” და თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგებიან.
გალაკონცერტის დასრულების შემდეგ სტუმრების განწყობაზე DJ.იზრუნებს.
არ გამოტოვოთ ყველაზე მასშტაბური და დასამახსოვრებელი ღონისძიება, რომელიც თქვენია


Share.

Leave A Reply