28 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს

0

დღესასწაული ბოლნისის ისტორიულ უბანში გაიმართება.
ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და სხვადასხვა კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი აქტივობებით იქნება დატვირთული.

მთავარი კულტურული ღონისძიება 17:30 საათზე დაიწყება. თქვენს წინაშე ლეგენდარული ,, ქართული ხმები” და თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგებიან.

არ გამოტოვოთ ყველაზე მასშტაბური და დასამახსოვრებელი ღონისძიება, რომელიც თქვენია!


Share.

Leave A Reply