ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი 2019“-ის დასკვნით ტურში მონაწილეობას ბოლნისელი მოსწავლეებიც მიიღებენ

0


24 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების 20 კაციანმა ჯგუფმა გეზი ბათუმისკენ აიღო.
აღნიშნული პროექტის შესარჩევი ტური, მიმდინარე წლის აპრილის თვეში ბოლნისში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა გაიარეს მასტერკლასი ფილმწარმოებასა და ანიმაციის ტექნოლოგიებზე.
ანიმაციური ფილმების XI საერთაშორისო ფესტივალზე, მუნიციპალიტეტის 12 სკოლიდან ქალაქ ბოლნისის №1, №3, №5, წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლისა და სკოლა „დავითიანის“, დაბა კაზრეთის №1 და №2, რატევანის, დისველის, რაჭისუბანის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები დასკვნით ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
მოსწავლეების ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელობამ გააცილა, გარკვეული ინსტრუქტაჟი გააცნო და ფესტივალის თითოეულ მონაწილეს წარმატებები უსურვა.
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი 2019“-ის გამარჯვებულს, 26 ოქტომბერს, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიური გამოავლენს.


Share.

Leave A Reply