ბოლნისის მუნიციპალიტეტის 27 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

0

22 ოქტომბერს, ქვემო ქართლის მასშტაბით 287 – მათ შორის 27 ბოლნისელ წარჩინებულ მოსწავლეს, რომლებმაც განათლების საბაზისო კურსი უმაღლესი შეფასებით დაასრულეს, საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ..
მოსწავლეების დაჯილდოებაში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელი პირები, საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.
პროექტი “ჩემი პირველი კომპიუტერი”, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, რომლის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.


Share.

Leave A Reply