ბოლნისსა და ბულგარეთის პანაგიურიშტეს მუნიციპალიტეტებს შორის, მეგობრული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0


დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, ორი მუნიციპალიტეტის, ბოლნისისა და პანაგიურიშტეს შორის დამეგობრების წინა მოსამზადებელი შეხვედრა შედგა. შეხვედრას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ბულგარეთში სამთო-გამამდიდრებელი კომპანიის „ასარელის“ გენერალური დირექტორი დიმიტრი ტსოტსორკოვი და საქართველოს საპატიო კონსული ბულგარეთის რესპუბლიკაში იული ნუშევი. შეხვედრის დასაწყისში სტუმრებს გააცნეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორია, კულტურა და ისაუბრეს ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციაზე. სტუმრებმა მადლობა გადაიხადეს გულთბილი დახვედრისთვის და მოკლედ მიმოიხილეს მათ მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უმუშევრობა ნულოვან ზღვარზეა. ორ ერს შორის მეგობრული ურთიერთობის გაძლიერება დაეხმარება ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეკონომიკის, ბიზნესსაქმიანობისა და საჯარო მმართველობის სფეროში პანაგიურიშტეს გამოცდილება გაიზიაროს.
ვალენტინა ნავერიანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:
-დღეს შედგა სამუშაო შეხვედრა ჩვენსა და ბულგარეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის, რაც ითვალისწინებს სამომავლო დამეგობრებას, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებას. ძალიან საინტერესო გამოდგა შეხვედრა, ყველაზე მეტად კი იმან დამაინტერესა, რომ ბულგარეთში უმუშევრობა აღმოფხვრილია. შეკითხვები დავუსვით და მივიღეთ პასუხი, რომ ეს შრომის შედეგადაა მიღწეული. მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ქვეყნის მშენებლობის საკითხს და ვფიქრობ, რომ უმოკლეს დროში ჩვენთანაც გადაჭრილი იქნება აღნიშნული პრობლემა. დავუსვით შეკითხვები ტურიზმთან დაკავშირებით, რაც ეკონომიური წინსვლის საკითხებში, ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ დავნერგოთ ჩვენს ქალაქში ყველა ის სიკეთე, რაც მოსახლეობაზე დადებითად აისახება.
იული ნუშევი, საქართველოს საპატიო კონსული ბულგარეთის რესპუბლიკაში:
-მინდა მადლობა გადავუხადო როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს წარმომადგენლებს, არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობისთვის და მასპინძლობისთვის. რაც მე დავინახე, თქვენ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, ამ მუნიციპალიტეტს კარგი მომავალი გააჩნია. მწამს მთელი გული, რომ თქვენ მიაღწევთ წარმატებას.


Share.

Leave A Reply