ბოლნისში პირველად ნარდის ღია ტურნირი ჩატარდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ნარდის ასოციაციის ორგანიზებით,  ბოლნისში  ზაურ  ხუჯაძის  სახელობის  სკვერში ნარდში ღია ტურნირი  ჩატარდა. 120-მა მონაწილემ გრძელ და მოკლე ნარდში, ასევე  დარტსის სროლაში იასპარეზეს. ტურნირში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმაც მიიღო. გამარჯვებულები მერიის მიერ სხვადასხვა პრიზითა და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ.

I ადგილის მფლობელს 200 ლარი, II ადგილზე გასულს 150, ხოლო III და IV ადგილის მფლობელებს 75 ლარი გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულმა გიორგი მათეშვილმა მოგებული თანხა მრავალშვილიან ოჯახს გადასცა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ბოლნისის ღვინის ქარხანა და არაოლიმპიურ სპორტის სახეობათა ოლიმპიური კომიტეტი.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა : I -ადგილი გრძელ ნარდში,  გიორგი მათეშვილმა აიღო. II- ადგილი ფახრადინ კულიევმა, ხოლო III-IV ადგილები მერაბ სივსივემ და კობა გაბიძაშვილმა აიღეს. მოკლე ნარდში: I- ადგილი რომან ლაზარეშვილმა, II-ადგილი ზალიკო ბერუაშვილმა, III-IV ადგილები ბიძინა ხუციშვილმა და ეთმაზ ბაირამოვმა აიღეს. დარტსის სროლაში: I-ადგილი ნინო კვირიკაშვილმა, II-ადგილი ნუკრი ფოცხვერაშვილმა, III ადგილი თეონა აბრამიშვილმა.


Share.

Leave A Reply