ბოლნისში პირველად ღია ტურნირი ჩატარდება ნარდში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ნარდის ასოციაციის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, ბოლნისში პირველად ღია ტურნირი ჩატარდება ნარდში.

პროგრამაშია გრძელი და მოკლე ნარდი.
მონაწილეთა რეგისტრაცია, კენჭისყრა და წინასწარი შეხვედრები ნარდის ორივე სახეობაში დაიწყება11:00 საათიდან.

ტურნირში გამარჯვებულები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზით და ფულადი ჯილდოთი.

I ადგილის მფლობელს 200 ლარი, II ადგილზე გასულს 150, ხოლო III და IV ადგილის მფლობელებს 75 ლარი გადაეცემათ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ბოლნისის ღვინის ქარხანა და არაოლიმპიურ სპორტის სახეობათა ოლიმპიური კომიტეტი.

ტურნირი გაიმართება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარედ, ზაურ ხუჯაძის სახელობის სკვერში.

მოდი, ჩაერთე ღია ტურნირში და გახდი გამარჯვებული!


Share.

Leave A Reply