ბოლნისში ღვაწლმოსილ პედაგოგებს საზეიმო გაცილება მოუწყვეს

0


სევდანარევი, ამაღელვებელი და სიყვარულით სავსე სიტყვებით  გააცილეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის  145  პრაქტიკოსი პედაგოგი, რომლებიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივას შეუერთდნენ,  სკოლა დატოვეს და გზა ახალ თაობას დაუთმეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით,  ღვაწლმოსილ  პედაგოგებს გამოსამშვიდობებელი საღამო მერიამ მოუწყო.  ,,მადლიერების საღამო’’-ექრვა კულტურულ ღონისძიებას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ღვაწლმოსილი პედაგოგების დამსახურებაზე ისაუბრეს  და გაწეული მრავალწლიანი შრომისთვის  მადლობა  კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერი საქმიანობისთვის, საქართველოს  პარლამენტის წევრმა ბოლნისის მაჟორიტარმა, მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავჯდომარემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პედაგოგებს მადლობის სიგელები და თაიგულები გადასცეს,  ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების , კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი უძღვებოდა. საღამოს   სპეციალურად მოწვეული მუსიკალური  ჯგუფი ,,ალილო’’ და მომღერალი ციური მჭედლიძე ალამაზებდნენ.

 განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადად ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს.


Share.

Leave A Reply