გერმანულ დელეგაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ უმასპინძლა

0

გერმანელი სტუმრების  ფოტო ობიექტივში მოხვედრილ ბოლნისს მალე ბავარიის რესპუბლიკის მოქალაქეები ნახავენ, სწორედ ქართულ-გერმანული ურთიერთობების მეტად გაღრმავებას ემსახურებოდა  დელეგაციის სტუმრობა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს უმასპინძლა. მათ ჩამოსვლას საფუძვლად გასულ წელს „ბოლნის-ქალაქობას“ ბენდის „რაინჰარდ რაისნერის“ ხელმძღვანელის სტუმრობა დაედო, ქართველი ხალხის სითბოთი მოხიბლულმა  50 კაციანი ჯგუფით გადაწყვიტა კვლავ სწვეოდა ბოლნისს.

მთავარი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე დელეგაციის წევრებისთვის მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურული ძეგლების ფოტოექსპოზიცია, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის მცირე პერფორმანსი, ბიბლიოთეკის შიდა სივრცეში კი გერმანელი კოლონისტების ამსახველი კადრები იყო წარმოდგენილი, ბენდის წევრებისთვის ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბოლნელამ“ კონცერტი გამართა, რომელსაც დელეგაციის ოვაციები მოჰყვა. 

სტუმრებმა ისტორიული ძეგლები  მონახულეს და სიონის საკათედრო ტაძრის იუბილარ  წინამძღვარს დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს. კულტურული ურთიერთობების გაცვლის მიზნით ანსამბლმა „ორბელმა“ და ბენდმა  „რაიჰარდ რაისნერმა“ რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

დელეგაციის წევრებმა ძველი გერმანული უბნები და მარნები მოინახულეს. ერთდღიანი ვიზიტი ბოლნისში  ბენდის კონცერტით დასრულდა.



Share.

Leave A Reply