გოგი მეშველიანმა სოფელ მუშევანში მეფრინველეობის მეურნეობა მოინახულა

0

სოფელ მუშევანში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ადგილობრივმა მკვიდრმა გალანდარ ახმედოვმა საკუთარ მეფრინველეობის მეურნეობაში მიიწვია და მეურნეობა დაათვალიერებინა. ფერმერს საქმიანობა ოთხი თვეა დაწყებული აქვს და ამ ეტაპზე 4000 შინაური ფრინველი(ქათამი) ჰყავს, საწარმო ყოველდღიურად 3000 ცალ კვერცხს აწარმოებს, რის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. „სასიხარულიო და მისასალმებელია სოფლად საწარმოების გახსნა, რაც ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მეწარმეთა/ფერმერთა ხელშეწყობა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ღირებულებთი ჯაჭვის განვითარება.“- აღნიშნა გოგი მეშველიანმა


Share.

Leave A Reply