დავით შერაზადიშვილი ვახტანგ ლაბაძეს ულოცავს მორიგ წარმატებას

0

,,მეც ისევე, როგორც ყველა ბოლნისელი, გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენი თანამოქალაქე ვახტანგ ლაბაძე მკლავჭიდში უკვე მეორედ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა. მინდა ეს გამარჯვება მივულოცო მას, მის მწვრთნელსა და ოჯახს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობის გარდა ვახტანგი უკვე არის ევროპის და საქართველოს ჩემპიონატების პირველი ადგილოსანი. ვახტანგი საოცრად შრომისმოყვარე სპორტსმენია და მისი ასეთი მონდომება და მიზანდასახულობა ყველა ახალგაზრდისთვის მისაბაძია. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს დროშას სხვადასხვა ჩემპიონატზე კვლავაც არაერთხელ ააფრიალებს. მინდა ვახტანს ამ შედეგისთვის მადლობა გადავუხადო და მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო!”


Share.

Leave A Reply