„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“

0

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ – ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინციატივა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს. კამპანიის ფარგლებში, №23 ბოლნისის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრები, მოხალისეებთან ერთად, ამომრჩევლებს შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნების, ამომრჩეველთა უფლებებისა და იმ სერვისების შესახებ, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია სთავაზობს ამომრჩევლებს. გაეცნენ ამომრჩეველთა მონაცემების ერთიან სიაში გადამოწმების მიზნით შეთავაზებულ ელექტრონულ სერვისს, რის მეშვეობითაც ყველა ამომრჩეველს შეუძლია მარტივი აპლიკაციის მეშვეობით გადაამოწმოს საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს ამომრჩევლის ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და ასევე ამომრჩეველთა საჭიროებები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული საარჩევნო პროცესში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საოლქო სააჩევნო კომისიაში შემაჯამებელი საჯარო საინფორმაციო შეხვედა გაიმართა, სადაც ამომრჩეველმა მიიღო დეტალური ინფორმაცია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ, თუ რა ხორციელდება იმისათვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომ გარემოში შეასრულოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. გაიგოს რა კეთდება საარჩევნო პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის და დახმარების მიზნით, შეუძლია მიმართოს საოლქო-საარჩევნო კომისიას.


Share.

Leave A Reply