კლიმატის კვირეულის ფარგლებში ბოლნისში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა

0

კლიმატის კვირეული, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო და 4 ოქტომბერს დასრულდება, საქართველოში მწვანეთა  მოძრაობა/დედამიწის მეგობრობა – საქართველოს ორგანიზებით იმართება.

კლიმატის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნება და მის ფარგლებში არაერთი აქტივობა ტარდება. წელს კვირეული ბოლნისში, თბილისში, ქუთაისში, სენაკში, მცხეთაში, ხონში და თეთრიწყაროში მოეწყობა. ბოლნისში ღონისძიებაში ქვემო ბოლნისის №1 საჯარო და ქალაქ ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები ჩაერთვნენ. მათ შექმნეს და გამოფინეს ნახატები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, უყურეს ანიმაციას თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს და რა შეიძლება გამოიწვიოს კლიმატის ცვლილებებმა.

კლიმატის კვირეულის ღონისძიებებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან თანამშრომლობით ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი, ასოციაცია „დეა“, რადიო „ძველი ქალაქი“, იმერეთის მეცნიერთა კავშირი  „სპექტრი“, „მწვანე რეგიონები“, „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“, ასოციაცია „სემა“, ენერგოეფექტურობის ცენტრი „საქართველო“, „ბოლნისის ენის სახლი“, „საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ და „მსოფლიო გამოცდილება საქართველო“.

 „კლიმატის კვირეული 2019“ ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში. ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“ (BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.


Share.

Leave A Reply