კონკურსი – ,,სუფთა რეგიონი 2019“

0

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ გიწვევთ კონკურს „სუფთა რეგიონში“ მონაწილეობის მისაღებად.

2019 წლის 10 სექტემბერს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველოს ორგანიზებით, ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე 20-22 სექტემბრის დასუფთავების აქციების დაანონსების პარალელურად გამოცხადდა კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019“.

კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019“ ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში,  რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“) მიერ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი“ პირველად ჩატარდა 2015 წელს, პროექტი „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში და თავიდან მხოლოდ 4 ნომინაციას მოიცავდა (ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა და სოფელი). შემდგომში საზოგადოების აქტიურობამ გაზარდა ნომინაციების რიცხვი.

კონკურსმა პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნარჩენების მართვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის.

კონკურსის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:

„სუფთა რეგიონი“

„სუფთა მუნიციპალიტეტი“

„სუფთა ქალაქი“

„სუფთა სოფელი“

„სუფთა ქუჩა“

„ლამაზი ეზო“

„ლამაზი აივანი“

„ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“

კონკურსში მონაწილე ობის მსურველმა საკონკურსე პერიოდში  ფოტო და ვიდეო მასალები შეუძლიათ გადაგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@greens.ge,nino chkhobadze @gmail.com.

კონკურსის გამარჯვებული ნომინანტების გამოვლენა მოხდება გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სოლომონ პავლიაშვილის 2019 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №2-842-ის შესაბამისად შექმნილი კომისიის (გარემოს დაცვის,  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები) მიერ. შემდეგ კი გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

                     ყველაზე სუფთა რეგიონი

  • რამდენად პრიორიტეტულია რეგიონებისთვის ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია გარემოს გაუმჯობესებაზე ნარჩენების შემცირების მიზნით
  • რამდენი პროცენტით არის შემცირებული რეგიონებში 2018-2019 წლებში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველოს“ და „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში „საქართველოს მწვანე მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ გამოვლენილი და აღრიცხული არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა:
  • რეგიონში, იმ დასახლებული პუნქტების პროცენტული აღრიცხვა, საიდანაც ხდება ნარჩენების შეგროვება:
  • რეგიონში მუნიციპალიტეტის მიხედვით, 2018-2019 წლებში ორგანიზებულ დასუფთავების აქციებში მონაწილე მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა.
  • რამდენად აქტიურად არის ჩართული რეგიონალური მედია საშუალებები ნარჩენების მართვის პრობლემების გაშუქებაში.

                ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი

  • 2018-2019 წლებიდან დღემდე რამდენით არის შემცირებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა;
  • ნარჩენების მართვის კუთხით, მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული სხვადასხვა აქტივობები და მათში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი;
  • მუნიციპალიტეტების მიხედვით რამდენი დასახლებული პუნქტიდან ხდება ნარჩენების გატანა და ამ კუთხით ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მქონე მუნიციპალიტეტის გამოვლენა;
  • იმ მუნიციპალიტეტის გამოვლენა, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს შემცირებული დაბინძურებული ფართობი
  • მუნიციპალიტეტში ნარჩენების გეგმის აღსრულების პროცენტი, ეფექტიანობა;

             ყველაზე სუფთა ქალაქი/დაბა

  • 2017-2018 წლებიდან დღემდე, ქალაქების ტერიტორიებზე შემცირებული არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა;
  • მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პროლემების მოსაგვარებლად გატარებული აქტივობები;

ყველაზე სუფთა სოფელი/თემი

  • 2018-2019 წლებიდან დღემდე რამდენადაა შემცირებული არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა;
  • სოფლის მოსახლეობის მიერ ნარჩენების პრობლემის მოსაგვარებლად გატარებული აქტივობები;

ყველაზე სუფთა ქუჩა

  • 2018-2019 წლებიდან დღემდე რამდენადაა შემცირებული არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა;

სუფთა, ლამაზი ეზო

  • შეფასება მოხდება მოსახლეობის მიერ წარდგენილი სურათების მიხედვით და ადგილზე გადამოწმებით;

სუფთა, ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო

  • შეფასება მოხდება საწარმოს/დაწესებულების მიერ წარდგენილი სურათების მიხედვით და ადგილზე გადამოწმებით;

ლამაზი აივანი

  • შეფასება მოხდება მოსახლეობის მიერ წარდგენილი სურათების მიხედვით და ადგილზე გადამოწმებით

                          შეფასების ძირითადი ინდიკატორები

  • არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა 2018-2019 წლებში
  • დასახლებული პუნქტების რაოდენობა (პროცენტებში), სადაც ხდება ნარჩენების შეგროვება
  • რეგიონში/მუნიციპალიტეტში შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის შესრულების პროცენტი და ეფექტიანობა.
  • აქტიურობის ხარისხი სოციალური ქსელებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.
  • რეგიონში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების რამდენმა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა დაგეგმილ აქტივობებში (აქციები ან სხვა ღონისძიებები)
  • ხდება თუ არა სეპარირება ან რაიმე სხვა აქტივობა ნარჩენების პრობლემის გადასაჭრელად?

Share.

Leave A Reply