მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების საყურადღებოდ

0

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორცილებს პროგრამას “ინტერნეტი განვითარებისთვის”, რომლის ფარგლებშიც, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100,000-ს, საშუალება აქვთ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში და მიიღონ ინტერნეტ ვაუჩერები.

10 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ბოლნისის მერიის შენობაში ყველა ოჯახს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან დასახლებებში, რეგისტრირებულნი არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100,000-ს, გადაეცემა ელექტრონულ ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ უფასოდ ჩაერთონ ინტერნეტში (გადაიხადონ პირველადი ინსტალაციის საფასური) და ისარგებლონ სპეციალური შეღავათებით 1 წლის განმავლობაში. პროგრამაში ჩასართავად, სასურველია მოქალაქეებმა თან იქონიონ ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სადაც მითითებულია სარეიტინგო ქულა და 12 ნიშნა საიდენტიფიკაო კოდი. დაინტერესებული პირები გთხოვთ მობრძანდეთ შეხვედრაზე.


Share.

Leave A Reply