მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს დასახელებული პრობლემების მოგვარება ოპერატიულად მიმდინარეობს

0

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან  ღია შეხვედრების დროს იკვეთებოდა ის პრობლემური საკითხები, რაც სოფლის მოსახლეობას მოცემულ  ეტაპზე აწუხებდა. სოფლებში, კიანეთსა და ქვეშში, ერთ-ერთი საკითხი, სასმელი წყლის დაზიანებული მილები იყო, რის გამოც, სოფელს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. ქვემო ქართლში სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, მოხდა სპეციალისტების მიერ პრობლემის შესწავლა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აღნიშნულ სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ადგილზე გაეცნო აღნიშნულ სამუშაოებს.

შეხვედრებზე ასევე გაჟღერდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი. მწყნეთის, ხიდისყურის და ნახიდურის მოსახლეობამ მთავარ საკითხად ცენტრალური მაგისტრალის მოწესრიგება დაასახელა, რასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, ქვემო ქართლში სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეისწავლეს საკითხი და აღნიშნულ სოფლებში მოხდა დაზიანებული ასფალტის საფარის, საერთო ჯამში,  2 კილომეტრიანი მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია. ცენტრალურ გზაზე ასევე განთავსდა საგზაო ნიშნები და დაიხაზა საგზაო მონიშვნები.


Share.

Leave A Reply