მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

0

                      

ღია შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაჭისუბანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ხატისოფლის, ვანათის, სამტრედოს და რაჭისუბანის მცხოვრებლებს შეხვდნენ.  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ღია დიალოგის ფარგლებში, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოისმინეს ის საჭიროებები, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივები ითხოვენ და იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე. მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან  ინფორმაცია სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებაც მიიღო.

რაჭისუბანის ადმინისტრაციულ თემში მიმდინარე წელს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 70 255 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით ისარგებლა  353 ბენეფიციარმა, ამავე სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდა 17 ოჯახს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  28 863 ლარი გაიცა.


Share.

Leave A Reply