მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ხემძღვანელობა გაცნობებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა მატარებელთა პირუტყვთან შეჯახების ფაქტები, რაც გამოწვეულია ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისა და ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევით.
რკინიგზის გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურეობის ინსტრუქციის თანახმად, შემოუღობავი რკინიგზის მიწის ვაკისიდან 300მ-ზე ნებადართულია მხოლოდ დაბმული საქონლის ძოვება და გადარეკვა, ხოლო 2000მ-მდე დაშორებით რკინიგზის ლიანდაგიდან პირუტყვი უნდა იმყოფებოდეს ზედამხედველობის ქვეშ.
აღნიშნული წესების დარღვევა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 თავის 106-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარვევის შემთხვევაში მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
გთხოვთ, გაითავლისწინოთ ზემოაღნიშნული, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები და მოხდეს მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობა.


Share.

Leave A Reply