მუნიციპალიტეტის მერი საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებულებს შეხვდა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, „ქართული, როგორც მეორე ენა“ საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულს ლალი დალაქიშვილი-ასლამაზაშვილს და დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის პედაგოგს, ინგლისური ენის  საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულს, ქვეყნის მასშტაბით წარმატებულ პედაგოგთა ხუთეულის წევრს, ია ნიქაბაძეს უმასპინძლა.

დავით შერაზადიშვილმა პედაგოგები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საუკეთესოდ წარმოჩენისთვის, წარმატებული პედაგოგიური მიღწევებისა და მოსწავლეთა განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი ჩვენი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს საშუალებას აძლევს პედაგოგებს თავიანთი უნარები და გამოცდილება ფართო მასებს გააცნონ. ქალბატონი ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა  ინოვაციური სწავლების მეთოდებით,  ამის ნათელი დასტურია „ქართულის, როგორც მეორე ენის“, საუკეთესო მასწავლებლად დასახელება. მისი მოღვაწეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ქართულს  ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ასწავლის და ამით სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მას, მუდმივი პროფესიული ზრდისა და ბოლნისში ქართული ენის განვითარების საქმეში შეტანილი  წვლილისთვის. ბოლნისის მუნიციპალიტეტი „საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში“ ჩვენმა პედაგოგებმა დიდად ასახელეს. ქალბატონი ია ნიქაბაძე საუკეთესო ინგლისური ენის პედაგოგების ხუთეულის წევრია, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ დასავლურ სივრცეში  ისტორიული ადგილის დაბრუნებას ვცდილობთ და ინგლისური ენის ცოდნა კი ამ პროცესს  უფრო მეტად შეუწყობს ხელს, ამიტომ, ია ნიქაბაძის როლი  მუნიციპალიტეტის განათლების სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ  პედაგოგების შრომა დავაფასოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება  ქვეყნის სიძლიერის, განვითარებისა და გაერთიანების ყველაზე ეფექტური და მყარი საძირკველია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ლალი დალაქიშვილი-ასლამაზაშვილი, სოფელ ქვემო ბოლნისის№1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

-ვფიქრობ, პედაგოგებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია ყურადღება, საერთოდ პედაგოგი ჯილდოებისთვის არ უნდა  იღწვოდეს, მაგრამ როდესაც გარკვეულ ეტაპზე მის შრომას დაინახავენ და დააფასებენ, ეს ნამდვილად კარგი და სასიამოვნოა. მაგრამ უფრო კარგი და მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოება  ხედავს, რომ პედაგოგის პროფესია ნამდვილად პატივსაცემია, ამ თვალსაზრისით, მსგავსი ყურადღება, ძალიან კარგია.

ია ნიქაბაძე, დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

– როდესაც მოსწავლეების წინ დგას პედაგოგი, ეს მეტად საპასუხისმგებლოა, ამიტომ მეტი შრომა და მუშაობა ესაჭიროება მასწავლებელს. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია  როგორც შედეგი, ისე მონაწილეობა. პედაგოგი მაგალითს უნდა აძლევდეს მოსწავლეებს.


Share.

Leave A Reply